მცირე ბიზნესის გადასახადის კალკულატორი
ი/მ მცირე ბიზნესის სტატუსით: ჩაწერე თვის ბრუნვა და ნახავ, რამდენი გადასახადი გაქვს და რამდენი გრჩება წლიურ ლიმიტამდე.
მონაცემები სერვერზე არ იგზავნება — ყველაფერი შენს ბრაუზერში ითვლება
ჩაწერე წინა თვეების ჯამი ამ კალენდარულ წელს. თუ ცარიელია, 0 ჩაითვლება.
წლიური ბრუნვა 30,000.00 ₾-მდე შეიძლება მიკრო ბიზნესის (0%) პირობებს ექვემდებარებოდეს — გადაამოწმეთ ბუღალტერთან.
ამ თვის გადასახადი (1%)
100.00 ₾
- ბრუნვა წლის დასაწყისიდან
- 10,000.00 ₾
- ლიმიტამდე დარჩა
- 490,000.00 ₾
- ამ თვის ბრუნვა
- 10,000.00 ₾
- გადასახადი 1%
- 100.00 ₾
- ბრუნვა ამ თვემდე
- 0.00 ₾
- ბრუნვა წლის დასაწყისიდან
- 10,000.00 ₾
- ლიმიტამდე დარჩა
- 490,000.00 ₾
როგორ ითვლება
- 1გადასახადი: 10,000.00 ₾ × 1% = 100.00 ₾ (თანხა თეთრამდე მრგვალდება)
- 2ბრუნვა წლის დასაწყისიდან: 0.00 ₾ + 10,000.00 ₾ = 10,000.00 ₾
- 3ლიმიტამდე: 500,000.00 ₾ − 10,000.00 ₾ = 490,000.00 ₾
საორიენტაციო გამოთვლა, არ არის საგადასახადო რჩევა. განაკვეთები განახლდა 06.11.2026.
ხშირი კითხვები
რა ითვლება ბრუნვად?
ბრუნვა არის თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი: ანგარიშზე შემოსული თანხები გაყიდვებზე და ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხა. ჩვენს სისტემაში მხოლოდ შემოსული თანხა ითვლება, კლიენტისთვის დაბრუნებული თანხა ბრუნვას ჯერჯერობით არ ამცირებს, ამიტომ დაბრუნებების შემთხვევაში გადაამოწმეთ ბუღალტერთან.
რა ხდება, თუ წლიური ბრუნვა 500 000 ₾-ს გადააჭარბებს?
იმ თვიდან, როცა წლის ბრუნვა 500 000 ₾-ს გადააჭარბებს, წლის ბოლომდე გადასახადი 3%-ია მთელ თვის ბრუნვაზე და არა მხოლოდ ზედმეტ ნაწილზე. წინა თვეები 1%-ით რჩება. სტატუსი უქმდება მომდევნო წლის 1 იანვრიდან, თუ ორი კალენდარული წელი ზედიზედ გადააჭარბა (საგადასახადო კოდექსი, მუხ. 89–90).
როდის უნდა ჩავაბარო დეკლარაცია და გადავიხადო?
თვიური დეკლარაცია შემდეგი თვის 15 რიცხვამდე ბარდება და იმავე ვადაში იხდება გადასახადიც. მაგალითად, მარტის ბრუნვაზე დეკლარაცია აპრილის 15-მდეა. თუ 15 რიცხვი დასვენების დღეა, ზუსტი ვადა გადაამოწმეთ ბუღალტერთან.
Bugalteri AI-ში ეს თავისით ითვლება
ხელფასები, დეკლარაციები და გადასახადები ერთ ადგილას, ბარათის გარეშე.
დაიწყეთ უფასოდ